პარიზის ტერაქტი

გამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა

uk.timesofnews.com

გამოძიებამ პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. სავარაუდოდ, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების რიგებს სირიაში შეუერთდა.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, აბაუდი ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და მათი საიდუმლო ლიდერი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა 13 ნოემბრის თავდასხმების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. აბაუდი ბრიუსელის რაიონის, მოლენბეკის მკვიდრია.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განაცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა.

კომენტარები