ტერაქტები პარიზში

ილია II: მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს

ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ თანავუგრძობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები