ტერაქტები პარიზში

პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

Reuters

ისლამურმა სახელმწიფომ პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ცნობას BBC ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფო“ განცხადებას აქვეყნებს: „ჩვენი 8 ძმა ატარებდა ფეთქებად ქამრებს და აწარმოებდა თავდასხმებს ავტომატებით.“ თავდასხმები განხორციელდა „ყურადღებით შერჩეულ“ სამიზნეებზე და ეს იყო პასუხი საფრანგეთისთვის, რომელიც ჩართულია „ისლამური სახლემწიფოს“ წევრებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასმებში სირიასა და ერაყში."-წერია განცხადებაში.

პარიზში მომხარ ტერაქტების შედეგად, CNN-ის ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. პარიზში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდასხმები გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდასხმა სულ პარიზის შიგნით და გარეთ 6 ადგილზე განხორციელდა. დაიღუპა 8 ტერორისტი, მათგან შვიდმა თავი აიფეთქა.  

კომენტარები