ტერაქტები პარიზში

ბაქრაძე: ეს არის შეტევა თავისუფლების და დემოკრატიის იდეიის წინააღმდეგ

შეძრწუნებული ვარ იმ უმძმესი ტრაგედიით რომელიც დატრიალდა პარიზში. ეს არის შეტევა არა მხოლოდ ფრანგი ხალხის და საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ , ეს არის შეტევა თავისუფლების და დემოკრატიის იდეიის წინააღმდეგაც. ამიტომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს, საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სოლიდარობას და გულისტკივილს გამოვხატავთ ფრანგი ხალხის მიმართ, დაღუპულთა ოჯახების მიმართ და ამ უმძმეს წუტებში ჩვენი ფიქრები ჩვენი თანაგრძნობა არის საფრანგეთში და არის ფრანგ ხალხთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები