ტერაქტები პარიზში

ბოკერია: ჩვენი ყველას ვალია მტერს არაფერი დავუთმოთ და დავიცვათ თავისუფლება

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. თავისუფლებას ბევრი მტერი ჰყავს. ის მტერი, რომლის სახეც გუშინ ვიხილეთ პარიზში, სამწუხაროდ არა პირველად, არის განსაკუთრებით სასტიკი და ჩვენი ვალია ყველასი ერთად, რომ ამ მტერს არაფერი არ დავუთმოთ და დავიცვათ თავისუფლება და ეს ასეც იქნება. ჩვენი ვალია რომ გვერდით დავუდგეთ ფრანგ ხალხს, რომელმაც ბევრჯერ დაგვიჭირა მხარი ჩვენთვის ძლაიან მძმე მომენტებში. კიდევ ერთხელ სამძმარს ვუცხადებთ ყველას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი, გიგა ბოკერია, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები