ტერაქტები პარიზში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

"შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით სასტიკად ვგმობ მომხდარს. 
მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში, რომელებსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია  მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ."- წერია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარიზში მომხარ ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. პარიზში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდასხმები გუშინ გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები