ტერაქტები პარიზში

საფრანგეთი საზღვრებს ხურავს

ფრანსუა ოლანდი
Guardian

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რამდენიმე წუთის წინ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ საფრანგეთი საზღვრებს დახურავს.

ოლანდის თქმით, პარიზში სამხედრო ძალებს განალაგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მეტი თავდასხმა არ მოხდება.

"საფრანგეთს სჭირდება სიძლიერე. ტერორისტებს ჩვენი შეშინება უნდათ. ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ", - თქვა ოლანდმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში მომხდარ თავდასხმებთან და აფეთქებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა. ობამამ საფრანგეთს მხარდაჭერა აღუთქვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ეს არ არის მხოლოდ პარიზზე ან ფრანგ ხალხზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ყველაზე, ვისაც ერთნაირი ღირებულებები გვაქვს", - თქვა ობამამ.

პარიზში მომხდარი თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. Guardian-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი. ფრანგული მედიის ცნობით, რიცხვი 42-ია.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში კი 60-დან 100-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი.

კომენტარები