სააკაშვილის მოქალაქეობა

ბერძენიშვილი: გვინდა, ენმ-ს სააკაშვილი ჩამოშორდეს, ევროპულ პარტიას დაემსგავსოს

დიახ, ჩვენ გვინდა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი. რა არის აქ გაუგებარი. ორი მიზნით გვინდა. პირველი - ნაციონალური მოძრაობა ევროპულ პარტიას დაემსგავსოს, სადაც იცვლებიან ხოლმე ხელმძღვანელები. როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, მაგალითად - მეხუთე თავმჯდომარე გვყავს და ყრილობებზე ახალ თავმჯდომარეს ვირჩევთ. მათაც ვურჩევთ, რომ ჰქონდეთ შიდაპარტიული დემოკრატია. მეორე - უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერევა ქართული კანონების მიხედვით. უცხოელს, ჩვენი კანონების მიხედვით, არ აქვს უფლება, მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და იყოს პოლიტიკური აქტივისტი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე. როგორც ცნობილია, სააკაშვილს მოქალაქეობას დეკემბერში შეუჩერებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს პარტიის თავმჯდომარეობა არ შეუძლია.

კომენტარები