სააკაშვილის მოქალაქეობა

ბოკერია: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლობა იყო, კარგია რომ დაუბრუნეს

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა იმდენად აშკარა უსამართლობას ჰქონდა ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს სააკაშვილი ვის არა. ამაზე პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, იყო პრინციპის საკითხი. ამიტომ კარგია, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და მას მოქალაქეობა დაუბრუნეს.... მე ვურჩევდი ივანიშვილის გუნდს, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, სანამ წააგებენ არჩევნებს და ეს აუცილებლად მოხდება, მანამდე რაღაც პერიოდი მაინც გონს მოეგონ და იმ საქმის კეთება დაიწყონ რისთვისაც ხალხმა ისინი აირჩია და არა ამ რაღაცა პოლიტიკური ოპონენტების ან მათი ფანტომების დევნა, რომელიც მხოლოდ საზიანოა ქვეყნისთვის.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაიანის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

კომენტარები