ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პარაშენკოს სახით, ახმეტოვისთვის და სხვების, მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე. უბრალოდ, ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის, რომ ერთის მხრივ არიან ესენი პარაშენკო, ახმეტოვი, ავაკოვის, მთელი ბანდიტების კორპორაცია, რომელიც მათ უკავშირდება და მეორე მხარეს არიან ის ახალი ძალები, რომელიც მე შევკარი ერთად გავაერთიანე. რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო.
მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა, ბათუმში ტყუილად არ მოინდომა ჩასვლა იმიტომ, რომ ურეკში შევლა უნდოდა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი, რა თქმა უნდა რაღაცას გადადგამდნენ ნაბიჯს.