დღეს ელექტრომომარაგება თბილისის ოთხ რაიონს შეეზღუდება

mashable

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტოენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, საბურთალოს და დიდგორის რაიონებს. 

გლდანის რაიონი: 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი: 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი: 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის III ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი: 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები