საზღვრის გადაკვეთა

შსს-მ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სომალის ათი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორისა (კარწახი) და N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთებზე სომალის რესპუბლიკის ათი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები