საზღვრის გადაკვეთა

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 12 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა მეორე სამმართველოს (ახალციხე) N8 სასაზღვრო სექტორის (კატნატუ) დასაცავ მონაკვეთზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი და სომალის რესპუბლიკის ათი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. მას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები