ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: არ არის ისე, რომ რაკი ისინი შვებოდნენ, ამიტომ, ჩვენც გვაქვს უფლება

ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს გადაწყვეტილი მკვეთრად და ჩვენ სხვა ნორმებით უნდა ვისარგებლოთ. და ეს ნორმა გახლავთ მხოლოდ კანონი, მისი გამჭვირვალობა და მისი სამართლიანობა. შესაბამისად, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ცინიზმი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ამ თემის აწევით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ფორმა, რომ მაქსიმალურად პასუხი ვაგოთ დღევანდელმა ხელისუფლებამ და პირადად მე მომხდარ მოვლენებზე და მაქსიმალურად კარგად და დემოკრატიულად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. და არა ის, რომ ისინი შვებოდნენ ოდესღაც და რასაც შვებოდნენ, კარგად ვიცით, და ამიტომ, ჩვენც გვაქვს უფლება დღეს, არა, მსგავსი არაფრით არ გვეკადრება და ვერც ვიკადრებთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები