ხელოვნება

მოდილიანის ნახატი 170 მილიონ დოლარად გაიყიდა

modigliani
christies

კრისტის აუქციონზე ამადეო მოდილიანის ნახატი „მწოლიარე შიშველი ქალი" 170.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1917-18 წლებში შესრულებული ეს ნამუშევარი მხატვრის შემოქმედებაში ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.

„მწოლიარე შიშველი ქალი" ჩინელმა კოლექციონერმა შეიძინა.

მოდილიანის ნახატი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სამეულში შევიდა. პირველ ადგილას პაბლო პიკასოს „ალჟირელი ქალებია", რომელიც 179 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები