საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მინდა მივულოცო ირმა ინაშვილს, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციას და მოულოდნელად ჩემთვის, რეალურად თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. ჩემთვის სამწუხაროა ის განცხადებები, რომლებიც კეთდება გაყალბებასთან დაკავშირებით. ესეც ძალიან აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. რეალურად, თუ გაყალბებაზეა ლაპარაკი, კარგი იქნება, დაკონკრეტებულიყო, ამ დაკონკრეტებაზეც ისინი თავს არ იკავებენ და ამბობენ, რაც აქვთ მხედველობაში, მაგრამ ზოგადად გაყალბებული არჩევნები, მიუღებელია ასეთი ტერმინი. მოპარული არჩევნები არ ყოფილა, არაფერი არ უკადრებია და მათ რიცხვში მე, რაც შემეძლო, თვალს ვადევნებდი ამას. კონკრეტული კითხვები რაც არსებობს, მაგალითად, სამხედროებთან დაკავშირებით, ეს გასაჩივრებულია სასამართლოში. მინისტრებზეც მათ რიცხვში კეთდება აქცენტები და სასამართლოშია გადაცემული, როგორც ვიცი, ამ მიმართულებით კარგი იქნება თუ გაგრძელდება და არა ზოგადად - "გაყალბებული არჩევნები".
tbl.ge/hx7
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე.
ამავე თემაზე
- გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში ოცნების კანდიდატმა ხმების 93,4% მიიღო
- ცესკო: 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
- ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
- "ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესა 2021 წლის შედეგები" – კობახიძე რიგგარეშე არჩევნებს აჯამებს
- საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს