რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი R2-ზე: ჭკუა მეყოფოდა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო მაგათთვის

პოლიტიკურად, კიდევ ვიმეორებ, არავინ არ არის მთავრობაში დღეს ისეთი ბრიყვი და მით უმეტეს, ჩემზე მიანიშნებენ ყველაზე მეტს, რომ ამის ჭკუა არ მყოფნოდა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო მაგათთვის, კოზირი განსაკუთრებით - ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნა. მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ, არ იფიქროთ, რომ სასამართლოს ვაკნინებ ჩემი პოზიციით, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კონსტიტუცია დაარღვია. და თუ ვინმეს არ მოსწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ჩვენ ეს ძალიან გვაზიანებს, მე არ ვმალავ, რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო და მხოლოდ სასამართლო, და შემდეგმა ინსტანციებმა უნდა მოახერხონ და ამაზე პასუხი გასცენ საზოგადოებას და აღარ უნდა დარჩეს არავითარი ეჭვი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორის საქმის შესახებ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

კომენტარები