არეულობა ავსტრალიაში

შობის კუნძულზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

bbc.com

შობის კუნძულზე, მიგრანტების დაკავებისთვის განკუთვნილ ცენტრში დაწყებული არეულობის ჩასახშობად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ განცხადებას ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრი ავრცელებს.

პეტერ დუტონის თქმით, შემთხვევის შედეგად ხუთი მიგრანტი დაშავდა, მაგრამ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.

ამასთან, იმიგრაციის დეპარტამენტი იტყობინება, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემდეგ სიტუაცია სრულ და ეფექტურ კონტროლს ექვემდებარება.

კუნძულზე არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას ცენტრიდან გაქცეული მიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შობის კუნძული ავსტრალიის ქალაქ პერტიდან ჩრდილო-დასავლეთით 2650 კმ მანძილზე მდებარეობს. 

კომენტარები