რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძის განჩინებას ყარამანიშვილების ადვოკატები გაასაჩივრებენ

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის სასამართლო განჩინებას ტელეკომპანიის მფლობელი ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ. ამის უფლება ტელეკომპანიის დაცვის მხარეს აღარ აქვს.

რუსთავი 2-ის პარტნიორ იურისტებს განჩინება, რომლის მიხედვითაც არხის გენერალური და ფინანსური დირექტორები დროებითმა მმართველებმა ჩაანაცვლეს - გუშინ ჩაბარდა. გასაჩივრებისთვის 5-დღიანი ვადაა გამოყოფილი.

როგორც ცნობილია, თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შემდეგ ურთმელიძეს გადაწყვეტილების მაშინვე აღსრულებაზე გადაცემა არ შეეძლო. თუმცა, მან მაინც გამოსცა განჩინება და არხს "დროებითი მმართველები" დაუნიშნა.

კომენტარები