ივანიშვილს ჩვენი კი არა, ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. ძალაუფლებას ის მაინც დაკარგავს ყველა შემთხვევაში, ასე რომ ნუ ეშინია. ძალაუფლებას დაკარგავს, იმიტომ რომ არ შეიძლება, მისი პოლიტიკა უბრალოდ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ძალაუფლებაში დარჩეს. როგორც არ უნდა შეზღუდოს თავისუფალი ფორუმი, დღეს 21-ე საუკუნეში შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს ყველაფრის დახშობა, ის მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს, მაგრამ ვერანაირად ვერ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. ყველა შემთხვევაში, ის წავა დემოკრატიული არჩევნების გზით ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ ჩვენ მასზე წნეხს არ შევამცირებთ, ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ იმ პრობლემებს, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. და საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე და საარჩევო ყუთთან გადაწყვეტილებას იღებს არა ის მიხედვით, რას ხედავს რუსთავი ორში, არამედ იმის მიხედვით, რა უდევს ჯიბეში და რა აქვს მაცივარში. რა უდევს ჯიბეში საქართველოს მოსახლეობას ლარის 40%-იანი გაუფასურების და შესაბამისად, დაგეგმილს ბევრად გადაჭარბებული ინფლაციის პირობებში, ეს უკვე მოსახლეობამ იცის ჩემზე კარგად.
tbl.ge/tor
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




