როდესაც საქმე არ ეხება ისეთ საკითხს, სადაც ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. შეიძლება წააწყდეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კორიანტელს, ერთი ერთს იძახის მეორე მეორეს, მაგრამ როცა ბიძინას აინტერესებს და რაც ბიძინას აინტერესებს, თუ ბიძინას უნდა, მაგ შემთხვევაში, უკვე ყველა ერთ ხმაში დგება და... ეგ კი არა, ხომ ნახეთ, თინა ხიდაშელმა კომენტარი არაფრით არ გააკეთა, იმიტომ, რომ რის თქმასაც გონი კარნახობდა, რომელიც უდევს კიდევ, ჰო? იმას ვერ ამბობდა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან როგორც ჩანს, დირექტივა სხვა იყო და - მე თავდაცვის მინისტრი ვარ და მედიის თემაზე ვერ გავაკეთებ განცხადებასო. თავდაცვის მინისტრი იდგა და სადაც სპეცუბანმა ძალიან ბევრი რამე გადაწყვიტა (ყოველ შემთხვევაში, მათი ოპონენტები ასე ფიქრობენ), იქ იდგა და ბიულეტენებს თვლიდა. კანონი არ დაურღვევია, გასაგებია, მაგრამ როგორც წესი, თავდაცვის მინისტრები ერიდებიან ხოლმე, საარჩევნო ბიულეტენების თვლას ნამდვილად და მაშინ არ იყო თავდაცვის მინისტრი?
tbl.ge/uzy
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




