რუსთავი 2-ის საქმე

ნოდარ ჯავახიშვილი: რა უნდა Freedom House-ს, გამაგებინეთ

რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, გამაგებინეთ - Freedom House-ია ეს, თუ რუსთავი 2. მე, მოქალაქემ ვიჩივლე და სასამართლომ არ განიხილოს? მაპატიეთ და საერთოდ არ ვიცოდი, რუსთავი 2 ყარამანიშვილების იყო, თუ ვისი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეგ. სხვა ტელევიზიებში როგორ არის - არ ეცვლებათ დამფუძნებლები? ანუ ყოფილი დამფუძნებელი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს - სად მივდივართ მაშინ? კითხეთ ერთი, Freedom House-ია, თუ რა არასამთავრობო ორგანიზაციაც არ უნდა იყოს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის მოსაზრების შეფასებისას.

კომენტარები