რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი ლევან ბერძენიშვილის მოადგილე იყო

ლევან ბერძენიშვილი
epn.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, რომლის აცილებასაც პარლამენტი ითხოვს რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას, 1997-98 წლებში ფონდ ქართუს დირექტორის ლევან ბერძენიშვილის მოადგილე იყო. როგორც ცნობილია, ბერძენიშვილი ამჟამად პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი კოალციიის ერთ-ერთი ლიდერია.

პარლამენტი რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ. როგორც შუამდგომლობის ტექსტში წერია, კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია და მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მინისტრობისას მისი მოადგილეები იყვნენ.

კომენტარები