არჩევნები ხორვატიაში

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

AP

ხორვატიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კონსერვატორულმა, ოპოზიციურმა პარტიამ "ხორვატიის დემოკრატიულმა თანამეგობრობამ" გაიმარჯვა. მათ, 151 ადგილიან პარლამენტში, 59 მანდატი მოიპოვეს.

მმართველმა ალიანსმა, რომელსაც სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ, 55 მანდატი მიიღეს. მანდატები მოიპოვა დამოუკიდებელი კანდიდატების ალიანსმაც - პარტიამ "ხიდი" 19 მანდატი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იყო პირველი მას შემდეგ, რაც ხორვატია ევროკავშირში გაერთიანდა.

BBC-ის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური გაერთიანებების მთავარი საკამათო თემა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მიგრანტების კრიზისი იყო.

კომენტარები