რუსთავი 2-ის საქმე

ჯავახიშვილი Freedom House-ზე: რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს?

აბსოლუტურად გაუგებარია, მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ, როგორც ჩანს, იმათ არ იციან რაზეა საუბარი. მე არ ვიცი, ამდენი ხანია მიმდინარეობს ეს პროცესი და ვერავინ ვერ გამცა პასუხი - რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, Freedom House-ია ეს, თუ რუსთავი 2? მე, მოქალაქემ ვიჩივლე და სასამართლომ არ განიხილოს? მე სულ არ ვიცოდი, ყარამანიშვილების იყო რუსთავი 2 თუ ვისი, ასევე არ იცის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. სხვა ტელევიზიებში როგორ არის, ჩვენ არ გვეცვლება დამფუძნებლები? ანუ ყოფილი დამფუძნებელი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ მაშინ? კითხეთ ეს Freedom House-ს ან ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე. როგორც რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

კომენტარები