რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძე უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ მივიდა, მან წევრებს წერილი მისწერა

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მან საბჭოს წევრებს წერილი მისწერა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ სხდომაზე წაიკითხა. ურთმელიძე წერილში განმარტავს, რომ არდასწრების მიზეზი სასამართლოს რეპუტაციაზე ზრუნვაა. მისი თქმით, "კონკრეტული საქმის გამო სხდომაზე წარდგომა დატოვებს ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე."

თამაზ ურთმელიძესთან შეხვედრის სურვილი ნინო გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

როგორც ცნობილია, თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შემდეგ ურთმელიძეს გადაწყვეტილების მაშინვე აღსრულებაზე გადაცემა არ შეეძლო. თუმცა, მან მაინც გამოსცა განჩინება და არხს "დროებითი მმართველები" დაუნიშნა.

კომენტარები