რუსთავი 2-ის საქმე

კვაჭანტირაძე: პრეტენზიები ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ უკან მიმაქვს

ჩემი გულისწყრომა გამოვთქვი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროის ("გვიან ღამით" ) გამო. დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება არა გვიან ღამით, არამედ ნორმალურ სამუშაო დროს, 17:00 საათზე იქნა მიღებული და საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად, უმალვე შეცდომაში იქნა შეყვანილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს. სხვათაშორის, ჩემი პირველი განცხადება ადასტურებს იმას, რომ , ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები არანაირად არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი Facebook-ზე.

კომენტარები