გოგი თოფაძე პარლამენტში

გოგი თოფაძე პარლამენტის დატოვებას გეგმავს

მეორე არხი

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებს.

"ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას", - აღნიშნა თოფაძემ.

კომენტარები