ისლამური სახელმწიფო

თურქეთის პოლიციამ ანტალიაში 20 პირი დააკავა

bbc.com

თურქეთის პოლიციამ ანტალიაში „დიდი ოცეულის" სამიტამდე ერთი კვირით ადრე ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 20 პირი დააკავა. ეჭვმიტანილთა შორის ორი ეროვნებით რუსია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევს თურქეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდები ანტალიის სამ უბანში ერთდროულად დაიწყო.

თურქეთი IS-ის მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ავიაიერიშების პარალელურად ახორციელებს.

სირიის კონფლიქტი და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა, სავარაუდოდ, მთავარი თემა იქნება „დიდი ოცეულის" სამიტზეც, რომელიც ანტალიაში უახლოეს მომავალში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ბარაკ ობამა იმ ქვეყნების ლიდერებს შორისაა, რომლებიც სამიტზე ჩასვლას 15-16 ნოემბრისთვის გეგმავენ. 

 

კომენტარები