რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: ურთმელიძის გადაწყვეტილება მკაცრად შესაბამისობაშია კანონთან

გადაწყვეტილების არცერთ ნაწილში არ არის მოშველიებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მუხლი, რომელიც შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მუხლი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული. ბატონი ურთმელიძე დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აბსოლუტურად სხვა მუხლს, რომელიც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს ვინმესთვის საკრიტიკო, ვინმესთვის არმოსაწონი, ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ის არის მკაცრად შესაბამისობაში ქართულ კანონთან. მე არ შევეგუები, თუკი რომელიმე დროებითი მმართველი რუსთავი 2-ის, ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს. რუსთავი 2 არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი ბევრი საზოგადოების წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს. სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის და როგორც ერთი მხარის გონივრულობის იმედი მაქვს, ასევე იმედი მაქვს მეორე მხარის.

კომენტარები