რუსთავი 2-ის საქმე

უმრავლესობის დეპუტატი აშშ-ის ელჩზე: შეშფოთება ხშირად არის ხოლმე უადგილო

შეშფოთება ძალიან ხშირად არის ხოლმე უადგილო. მე გეტყვით პირდაპირ იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მას დაავადება სჭირს, გამოკვლევას გააკეთებს და ჩანს, რომ არაფერი არ სჭირს. შეშფოთება საიდან არის წამოსული, ვინ უფრო მაგრად „აპიარა“ საკითხი, მეორე მხარემ როგორ იმუშავა ამაზე, ამას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენც დამეთანხმებით. ასევე მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც უფრო რუსთავი ორს უნდა, რომ გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში, ვიდრე ვინმე სხვას. მე ასე ვხედავ ამ საკითხს იმიტომ, რომ სამართლებრივი დავა რუსთავი 2-თან, ქონებასთან დაკავშირებით საკითხები არა მარტო ახლა, ძალიან დიდი ხანია დგას. ეს თქვენ კარგად იცით. ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც კინაღამ მეთხუთმეტე მეპატრონის ხელშია გადასული. ესაა ჩემთვის პირველი კითხვა და მართლა მაინტერესებს, ვის ხელში გადადიოდა, როგორ გადადიოდა, როგორ ფარავდა სახელმწიფო, დავუშვათ, რუსთავი 2-ის მაგივრად იმ ვალებს, რომლებიც რუსთავი 2-ს უნდა გადაეხადა. ეს ხომ კომერციული ორგანიზაცია იყო და ვინ იყო დაინტერესებული ამ ყველაფრით, ეს მე მართლა მაინტერესებს. ანუ მე მთელი სურათი მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრათ, და არა დავის მხოლოდ და მხოლოდ ეს ნაწილი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ მაისურაძე რუსთავი 2-ის საკითხზე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე.

კომენტარები