რუსთავი 2-ის საქმე

ბერძენიშვილი: ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება

მე კატეგორიულად იმის მოლოდინში ვარ, რომ პროცესები დაბრუნდება ნორმალურ მდგომარეობაში. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საერთო სასამართლოებს, საქალაქო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს ჯამში - ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს ეს პრიცესები. საქართველოში არ დგას დღეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების საკითხი. არ აქვს ხელისუფლებას დღესაც კი, როცა რეიტინგი არ არის ისეთი, რაც იყო 2012 წელს, მაგრამ გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის - დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც დანიშნა გვარამიამ თავის დროზე და იყო მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ, ახლა ალბათ ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლეები არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და არც უზენაეს სასამართლოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები