რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში, დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი 11:00-ზე პრესკონფერენციას გამართავენ

რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, მისი ადვოკატი პაატა სალია და თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით დანიშნული R2-ის დროებითი მმართველი რეზო საყევარიშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. ერთობლივი პრესკონფერენცია სასტუმრო რედისონში 11:00 საათზე დაინიშნა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით, "სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად". ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე - მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა - მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა. ამის გარდა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას, მათ შორის, იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

კომენტარები