რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანაშვილი: რუსთავი ორის დაცვით ჩვენ ვიცავთ ქვეყანის მომავალს

ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინებს, მაგრამ მაინც მინდა მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე - კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დრონდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს. და მე გპირდებით, რომ მთელ ჩემს რესურს მომავალში დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თვითონ აირჩიეთ. მე ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც რუსთავი ორის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს არ დგას საკითხი ასე ვიწროდ, რომ დასაცავია რაღაცა ან ვიღაცის საკუთრება, დღეს დასაცავია მთელი ქვეყანა, დღეს არის მცდელობა, ქვეყანაში დაამყარონ დიქტატურა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოუვათ, მაგრამ დღეს რუსთავი ორის დაცვით ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და საერთოდ მომავალს. მე მინდა, მოვუწოდო ყველას - ნუ დაიცავთ რუსთავი ორს, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი.

რუსთავი ორის წილის მფლობელი გია ყარამანაშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაზე.

კომენტარები