გაზპრომთან მოლაპარაკებები

ჩიტაძე: გაზპრომთან მოლაპარაკება კომერციული თვალსაზრისითაც წამგებიანია

აბსოლუტურად არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში გაზპრომთან მოლაპარაკებების წარმოება, თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, პოლიტიკური მხარე რომ გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან და რადგანაც აზერბაიჯანს ნამდვილად გააჩნია ბუნებრივი აირის და ნავთობის საკმარისი მარაგები. საქართველო აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად იღებს დაახლოებით ორ მილიარდ სამას მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. გარდა ამისა, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანში, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ნაწილში განთავსებულია ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგები, რომელთა მოცულობა აჭარბებს რამდენიმე ტრილიონ კუბურ მეტრ აირს, ასევე დღის წესრიგში დგას ახალი პროექტების ამოქმედების საკითხი. ერთი გახლავთ შაჰ დენიზ 2-ის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე შეადგენს დაახლოებით 16 მლრდ კუბურ მეტრ აირს და გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანში მოპოვებული ბუნებრივი აირის საქართველოს ტერიტორიის გავლით მის ტრანსპორტირებას ჯერ თურქეთის, შემდგომში ევროპის მიმართულებით. ანუ დღევანდელ ეტაპზე შაჰ დენიზის პროექტის ფარგლებში, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წელს, ამ შემთხვევაში მხოლოდ თურქეთი მიიღებს ბუნებრივ აირს, თუმცა საქართველოს ტერიტორიის გავლით და საქართველოს რა თქმა უნდა, სატრანზიტო შემოსავლების სახით მას გააჩნია გარკვეული რესურსები, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული თანხები შევიდეს საქართველოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე თუ შაჰ დენიზ 2-ის პროექტი ამოქმედდება, ის დააკმაყოფილებს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპის მოთხოვნებს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში გაზპრომთან მოლაპარაკებებზე

კომენტარები