უკრაინა

ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.

"სულ ცოტა ხნის წინ ჩემი მრჩეველი და ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმების გუნდში... ახლა კი - უკრაინის ნაციონალური პოლიციის ახალი უფროსი! სულ ახლა ხანს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი შეტავაზება. მიხარია! უკომპრომისო რეფორმები ხატიასთან ერთად.. ინტენსიურად გაგრძელდება", - წერს უკრაინის შს მინისტრი, არსენი ავაკოვი.

დეკანოიძეს საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობა, 2012 წელს ეკავა.

 

კომენტარები