თარგამაძე: ამ სატელეფონო საუბრებიდან საერთოდ არაფერი არ გამომდინარეობს

გივი თარგამაძე

რამდენიმე საათია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს კითხავს.

"სულ ახლახან, ფეისბუქიდან გავიგე მოდულის ახალი სახელი - "შემოიხედე გენაცვალე". არაფერი ამ საუბრებიდან საერთოდ არ გამომდინარეობს, მე ვიძახი, რომ აქ მოდის სრულიად სხვადასხვა ტიპის ხალხი და მართლაც ესე იყო, თითოეულ ამ ადამიანს ჰქონდა თავისი სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც გამოხატავდა და სწორედ მათ, რუსთავი 2-ის კოლექტივთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, უზრუნველყვეს ის, რომ დღეს რუსთავი 2 არის ეთერში", - განაცხადა თარგამაძემ ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე გამოძიება 24 ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერების გამო, უკვე რამდენიმეჯერ დაკითხეს ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია და რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია. მათ გარდა, სუს-მა დაკითხა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური, ენმ-ის წევრი კობა ხაბაზი, სდსს-ის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. იმის გამო, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო, მოწმის სახით დაკითხულები დაკითხვის შინაარსზე ვერ საუბრობენ.

კომენტარები