გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი უფლებების, როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, მაგალითად, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით და ევროპული სტანდარტებით და ევროპული ხედვებით, ღირებულებებით, როგორ შეიძლება, იყოს სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა, ამ მიმართულებით შეიძლება იყოს მეტი მუშაობა.
tbl.ge/967
დაკოპირდა

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




