თაღლითობა

1 130 401 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ 1 130 401 ამერიკული დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. უწყების ინფორმაცით, პროკურატურას დაუკავშირდნენ იაპონური კომპანიის HONDA SUISAN CO LTD-ის წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მათივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა დიდი ოდენობით თანხა.

პროკურატურის ცნობით, დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი.

"პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირი, დაყადაღებული იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბრალდებულს არ მიეცა თაღლითურად დაუფლებული თანხების განკარგვის შესაძლებლობა და დროულად იქნა აღკვეთილი ხსენებული დიდი ოდენობით თანხების შემდგომი ლეგალიზაციის საფრთხე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებული თანხა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები