მილიონი ხის დაპირება

ნარმანია: ამ შემოდგომაზე 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეს დავრგავთ

ამ შემოდგომაზე ჩვენ ერთ-ერთი აქცენტი ავიღეთ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით რაიონულ გამგეობებს 35 ათასი ნერგი გადაეცემათ, რათა ცალკეულ უბნებში ამხანაგობების საერთო სარგებლობის ეზოებში არსებული ტერიტორიები გამოვიყენოთ და გავამწვანოთ. დამატებითი მოთხოვნა, რაც არსებობს ნერგებთან დაკავშირებით, ასევე გამოცხადებულია ტენდერი და დამატებით 6 ათასი ნერგი კიდევ გადაეცემათ გამგეობებს. ჯამში ჩვენ, როგორც გამგეობების მეშვეობით, ასევე გამწვანების სამსახურის მეშვეობით, დედაქალაქის ცალკეულ ნაწილებში და მის შემოგარენში ამ შემოდგომაზე 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს დავრგავთ, რაც დამერწმუნებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა.

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები