თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის სხვადასხვა რაიონში დღეს დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება. კომპანია თელასი დენის მიწოდების შეწყვეტის საათებს რაიონების მიხედვით ავრცელებს:

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, გოგებაშვილის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ახალციხის, ფიროსმანის, ჩიტაიას და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, სანაპიროს, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის და ნავთლუღის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები