თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია თელასი იუწყება. 

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაის, მარიჯანის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტურგენევის, ჩიქობავას და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის, ნინუას, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის და ცისარტყელას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები