რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა

რაც შეეხება მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს, გავიმეორებ, რომ არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ესაა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ზუსტად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელსაც ვაშენებთ საქართველოში... წარვადგინეთ და მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომლის თანახმად ათი დღე სჭირდება ახალი ტელეარხის გახსნას. მას საკაბელო, თანამგზავრული, ციფრული მაუწყებლობის საშუალება ექნება. ვფიქრობ, ეს თემა პოლიტიზირებულია. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, მთავრობა დაადანაშაულოს იმაში, რაც მის მიმართებით ხდება. მაგრამ გპირდებით – არ ვაპირებთ ამ სასამართლო პროცესში ჩარევას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთში. რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები