თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასის ცნობით, ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, დენი არ ექნება კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, მამისაშვილის და ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში კი, 09:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გოგოლის, კონსტიტუციის, თვალჭრელიძის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დიღმის მასივის V კვარტლის მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში კი, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, კომკავშირის ხეივანი, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკის, ასათიანის, ქიქოძის, ვაჩნაძის, პუშკინის, მანჯგალაძის, ფურცელაძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები