რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: თუ დამაკავეს, მოვალეობას უდუმაშვილი შეასრულებს. არაფერი შეიცვლება

იმ შემთხვევაში, თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში, რადგან, ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც შევედი და ვეღარ გამოვედი, ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ამ კომპანიის მთავარი სახეა. ოღონდ, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით კომპანიის ინტერესების სადარაჯოზე. არაფერი თქვენი განზრახვებიდან, ძვირფასო საქართველოს ხელისუფლებავ, არ გამოვა. რუსთავი 2 ჩვენია.

ამბობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები