ჩვენ ბრძოლა გვაქვს წარსულსა და მომავალს შორის, წარსულმა თუ გაიმარჯვა, თავისი შედეგით ყველა ვიწვნევთ ამას. ეს არ იქნება, რომ ერთი რიგითი ტელევიზია დახურეს, ეს იქნება ძალიან ღრმა კრიზისის დასაწყისი. ყველამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რამდენად მნიშვნელოვან წყალგამყოფთან ვდგავართ ჩვენ. სასამართლომ თუ არ მიიღო დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში და ა.შ და ვნახოთ რამდენად გამწვავდება ეს კრიზისი. თუ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ნიშნავს, რომ სამართალმა პური ვერ ჭამა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია და დავიცვათ ჩვენი უფლებები, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული და რომლის დასაცავადაც არის შექმნილი ინსტიტუტები, თუ ეს ინსტიტუტები არ იცავენ ამ უფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ეს უფლება ვინმემ წამართვა
tbl.ge/rsp
დაკოპირდა

ეკონომისტი ვატო ლეჟავა გადაცემაში თეორემა
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




