რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სპეციალური დანიშნულების რაზმს რუსთავი 2-ის ეზოში ვიხილავთ

ხვალ, 13:00 საათიდან, რამდენადაც არსებობს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი და ეს უკვე აღარ არის რისკი, პრაქტიკულად არის გარანტირებული, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას, არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიცემული აღსასრულებლად. ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ეს ყურმოკვრით ნათქვამი არ არის, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი.

კომენტარები