რუსთავი 2-ის საქმე

ქუცნაშვილი: ეხლაც მოგიგებთ არჩევნებს. არავის არ სჭირდება თქვენი რუსთავი ორი

ბატონი გიორგი [ვაშაძე] თავის დასაბუთებაში შეეცადა აეხსნა, რომ ქართული ოცნება იმის გამო ეხმარება ვითომ ქიბარ ხალვაშს, რომ ეშინია რუსთავი ორის, რომ რუსთავი ორი თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგას... ბოდიშს ვიხდი, ბატონებო - 2012 წელს რუსთავი ორიც თქვენიც იყო, იმედი თქვენი იყო, პირველი არხიც თქვენი იყო, ყველა რადიო ლამის თქვენი იყო, ჩვენ ერთი კავკასია და მაესტრო გვეხმარებოდა, ისიც თავისი გავრცელების 25%-იანი არეალით, მაინც მოგიგეთ არჩევნები. ეხლაც მოგიგებთ არჩევნებს. არავის არ სჭირდება თქვენი რუსთავი ორი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები