რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მსოფლიოში კონსენსუსია, რომ მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ მედიას

Washington Post-ის ედიტორიალი ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას. თუმცა ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ. სამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ეს უპრეცედენტოა ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით და დაახლოებით ამდენივე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება. გუშინ იყო განცხადება ევროკავშირის, ამაზე ევროპის პრესაც წერს. სრული შეთანხმებაა იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესების რღვევა, რომ მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას, ამაზე არის სრული კონსენსუსი მსოფლიოში. ამ კონსენსუსის მიღმა დგას ბიძინა ივანიშვილი, მისი მარიონეტული მთავრობა და პარლამენტი.

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები