ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, ფსევდოოპოზიციური პარტიები ვამხილე და დღესაც, ვისარგებლებ შემთხვევით და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ფსევდოოპოზიციური პარტიები, როგორიც იყვნენ ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ლეიბორისტული პარტია, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ატყუებდნენ საზოგადოებას, ჩემი აზრით, გაცილებით მძიმე პოზიცია ეჭირათ საზოგადოებისთვის და გაცილებით მძიმედ და ცუდად ექცეოდნენ საკუთარ საზოგადოებას, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. და ის პრეტენზიები, რაც მქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, კვადრატში აყვანილი მქონდა მათთან და მაქვს. სხვათა შორის, სად არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დღეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იყო ინგა გრიგოლია? უი, აღარ არის ცალკე პარტია? გასაგებია, საინტერესოა.
tbl.ge/13dv
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




